მენიუ

კიბერუსაფრთხოება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU) პარტნიორობით წარმოგიდგენთ ერთობლივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას - კიბერუსაფრთხოება

Northern Kentucky University-ს კიბერუსაფრთხოების სკოლა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.

კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს შეეძლება დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას და ქვეყნიდან გაუსვლელად დასაქმდეს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სწავლის პერიოდში სტუდენტები ორი კვირით გაემგზავრებიან ამერიკაში, მოისმენენ ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას, იცხოვრებენ NKU-ს კამპუსთან. ასევე ამერიკელი პროფესორები წელიწადში ორჯერ ეწვევიან სანგუ-ს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს.


უნიკალური შესაძლებლობა! 
მიიღე საუკეთესო ამერიკული განათლება საქართველოში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან!

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU): ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრი/Master of Science in Information Technology Security (კოდი: 0612)
  • ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი (NKU): კიბერუსაფრთხოების მაგისტრი/Master of Science in Cybersecurity 

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული

სწავლის წლიური საფასური: სრული დაფინანსება  

პროგრამის სტრუქტურა და სწავლის ხანგრძლივობა:
პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობაა 2 წელი. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 120 ECTS კრედიტი. პროგრამა მოიცავს სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსებს (72 კრედიტი), სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებს (18 კრედიტი) და კვლევით პროექტს (30 კრედიტი). 


კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის წინაპირობაა:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ნებისმიერ სპეციალობაში) და შესაბამისი დიპლომის GPA არანაკლებ 2.5
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი
  • სანგუ-სა და ჩკუ-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული გასაუბრება


რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა (TOEFL, IELTS ან Duolingo)
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ორი სარეკომენდაციო წერილი
  • პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
  • კონკურსანტის CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე)


კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის დეტალური აღწერა.

წინასწარი რეგისტრაციის ბმული.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: (+995) 032 225 00 77, 551 48 00 05. cybersecurity@sangu.edu.ge
 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა