გიორგი ზარნაძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
- ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნამ მთარგმნელობა ჩემს მეორე პროფესიად აქცია. თუმცა მთარგმნელობის მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ყველაფერს გარკვეულწილად ოფიციალური სახე მისცემოდა და ჩავაბარე მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
- არც ისე კარგად. მე და რამდენიმე ჩემი ჯგუფელი, როგორც ახალი ჯგუფი, იძულებულნი გავხდით ჩავზიარებულიყავით ძველი ჯგუფების დროში და რესურსებში, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია ხსენებულ ძველ ჯგუფებში და ჩვენც, ახლებიც, დავითრგუნეთ.
რას იტყოდით მასწავლებელთა შესახებ?
- მასწავლებლები ნამდვილად უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების მსურველებს?
- კურსები იმაზე მეტად პრაქტიკული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი და ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა. კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს ვურჩევდი, ჩააბარონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად უყვართ თარგმანების სფერო და მზად არიან ძალიან ბევრი ვარჯიშისთვის
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
- გისურვებთ შეინარჩუნოთ იგივე ხარისხის მასწავლებლები და გააუმჯობესოთ ტექნიკურ-ორგანიზაციული მხარე.
ზურაბ ბუაძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
- იმისთვის რომ რაც შეიძლება კვალიფიკაცია ამემაღლებინა ინგლისურ ენაში
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
- ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი
რას იტყოდით მასწავლებელთა შესახებ?
- უაღრესად კარგი პროფესიონალები, პოზიტიური დამოკიდებულებით
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების მსურველებს?
- ნამდვილად გამართლდა, ყველა მსურველს ვურჩევ კურსის გავლას
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
- წარმატებები და წარმატებები
მაია გოგილაშვილი
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
- კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
- სწავლება იყო ორგანიზებული
რას იტყოდით მასწავლებელთა შესახებ?
- მასწავლებლები არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების მსურველებს?
- ნაწილობრივ; ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი არსებული კურსის გავლას
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
- ჩემი სურვილია, თუ მეტი დრო დაეთმობა და სიღრმისეული გახდება კურსი, თუ მეტი დრო დაეთმობა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს
ნანა სიხარულაშვილი
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
- მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება პროფესიული ზრდისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადავწყვიტე
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
- აღნიშნულ სასწავლებელში ყოველთვის მოწესრიგებული, სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლებაა. სასწავლო პროცესში ყოველთვის ხდება სტუდენტების აზრისა და საჭიროებების გათვალისწინება, რაზეც მუდმივად ზრუნავენ ბატონი ოთარი და ქ-ნი მარიამი.
რას იტყოდით მასწავლებელთა შესახებ?
- ძალიან დიდი შრომა გაწიეს სასწავლო პროცესში ბატონმა ოთარმა და ქ-ნ მარიამმა. ყოველთვის იგრძნობოდა მათი მხარდაჭერა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი დიდი შრომისთვის
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების მსურველებს?
- ნამდვილად გამართლდა ჩემი მოლოდინი და სხვა მსურველებს მივცემდი რეკომენდაციას, არ გადადონ და ნამდვილად სანდო ხელში მოხვდებიან, სწორ ადგილას
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
- ვუსურვებ დიდ წინსვლას და ბევრ მსმენელს
სოფიო შოშიაშვილი
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
- მთარგმნელ-თარჯიმანთა კურსზე ჩაბარება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადავწყვიტე, კერძოდ, ზეპირი თარგმნის მიმართულებით
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
- სწავლება მაქსიმალურად ითვალისწინებდა დამსწრეთა საჭიროებებს და მიზნებს
რას იტყოდით მასწავლებელთა შესახებ?
- მასწავლებლებად უნივერსიტეტს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კვალიფიციური კადრები ჰყავდა შერჩეული. პროფესიონალიზმთან ერთად გამოვარჩევდი მეგობრულ გარემოს და დამოკიდებულებას
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების მსურველებს?
- ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, პროგრესი, ზეპირი თარგმნის კუთხით თვალსაჩინო იყო სემესტრის მიწურულს. მსურველებს ვურჩევდი, ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობთ და გაიარონ კურსი ამ მეგობრულ გარემოში, კვალიფიციურ პედაგოგებთან
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
- ვუსურვებ ბევრი პროფესიონალი მთარგმნელ-თარჯიმნის გამოშვებას
ცირა დოლიძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
- გადაწყვეტილება მივიღე ცოდნის გაღრმავების მიზნით
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
- სწავლება იყო ძალიან კარგად ორგანიზებული
რას იტყოდით მასწავლებელთა შესახებ?
- მასწავლებლები არიან უაღრესად პროფესიონალები
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების მსურველებს?
- ვურჩევ ყველას, ვისაც სურვილი აქვს თარჯიმნად მუშაობის
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
- კარგი იქნებოდა კონფერენციებზე პრაქტიკა
ნინო ჩადუნელი
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
- პროფესიით არ ვარ თარჯიმანი, თუმცა მუშაობის პროცესში ხშირად მიწევს ინგლისურენოვანი მასალის გაცნობა, თარგმნა, თარგმნილის რედაქტირება და დახარისხება. თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე ცოდნის გაღრმავების და არსებული უნარ-ჩვევების დახვეწის, თავდაჯერებულობის ამაღლების და განსაკუთრებით, ჩემთვის ახალი და საინტერესო სფეროს - სინქრონული თარგმნის გაცნობისა და დაუფლების მიზნით.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
- სწავლება საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, ის მორგებული იყო და ითვალისწინებდა დასაქმებული ადამიანის დატვირთულ სამუშაო გრაფიკს.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
- მაღალი დონის პროფესიონალიზმთან ერთად, ყველა ლექტორი გამოირჩეოდა საოცარი გულისხმიერებით და კეთილგანწყობით. ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად გადმოეცათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, ლექციებზე სუფევდა ძალიან თბილი და მეგობრული გარემო. ამ საოცარი გამოცდილებისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარს და მისი გუნდის თითოეულ წევრს!
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
- ჩემმა მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა და საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე, რაც დღეს უკვე მეხმარება პრაქტიკაში. ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი, რომ ბევრი დრო დაუთმონ დამოუკიდებელ მუშაობას, მაქსიმალურად გამოიყენონ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და რჩევები და ისინი აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგებს.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
- მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლას ვუსურვებ წარმატებას, უამრავ ნიჭიერ მსმენელს, კიდევ ბევრი ძლიერი სპეციალისტის მომზადებას და საინტერესო შემოქმედებით გზას.