სტუდენტების შეფასებები - მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა
სანგუს მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები საკუთარ გამოცდილებასა და მიღებულ ცოდნას აფასებენ.
ანა ამბროლაძე
1.რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
-მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება მსურდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. დავასრულე თარგმანი და კულტურათშორისი ურთიერთობების მაგისტრატურის პროგრამა, თუმცა იქ არ იყო უზრუნველყოფილი სინქრონული თარგმანი, თანმიმდევრული თარგმანი კი არასრული ფორმით გავიარე და იმდენად საინტერესო ჩანდა, მომინდა თარგმანის მრავალფეროვნებას უკეთ გავცნობოდი.
2.როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
-სწავლა ძალიან ორგანიზებული იყო. ჩამოყალიბებული ცხრილით და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული.
3.რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
-მასწავლებლები თავისი საქმის პროფესიონალები არიან და სრულიად უშუალო დამოკიდებულება ქონდათ სტუდენტებთან. ჩვენი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებისთვის ყოველთვის მზად იყვნენ. თითოეული მათგანი შთაგონებისა და მოტივაციის ცალკეული წყარო იყო ჩემთვის; ყოველ ჯერზე, როცა დავალების შესრულებას ვერ ვახერხებდი მახსენებდნენ, რომ ყველა უნარი შრომისა და პრაქტიკის შედეგად მოდის და რომ ყველა პროფესიონალმა ნულიდან დაიწყო. მადლიერი ვარ მათი შრომის, ძალისხმევისთვის, ასევე იმისთვის, რომ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას მუდმივად გვიზიარებდნენ
4.გამართლდა, თუ არა, თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენთან ჩაბარების მსურველებს?
-ჩემი მოლოდინი არა თუ გამართლდა, გადააჭარბა კიდეც. თავისი დაბალანსებული თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით არც ერთ სამაგისტრო პროგრამას არ ჩამოუვარდება. აქ სწავლა ჩემთვის დიდი გამოცდილება და ბევრის მომცემი იყო. აქ შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში თვითონვე უნდა განვამტკიცო და განვავითარო, თუმცა მომავალში თუ თარჯიმნობა მიწერია ეს მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დამსახურება იქნება ასე, რომ ყველას, ვისაც თარგმანი აინტერესებს, ან თუნდაც პროფესიულად სჭირდება, აუცილებლად ვურჩევდი აქ ჩაბარებას.
5.თქვენი სურვილები ჩვენი სკოლის მიმართ
-მე პირადად, ამ სკოლის შესახებ ლექტორისგან გავიგე. სამწუხაროდ, სკოლას პოპულარიზაცია აკლია და ვისურვებდი ამის შეცვლას. ვფიქრობ, ინგლისური ენის სპეციალისტებსა და მთარგმნელებს ბაკალავრიატიდანვე უნდა ქონდეთ ამ სკოლასა და მის კურსებთან შეხება; უნივერსიტეტები მთარგმნელ/თარჯიმანთა სკოლასთან თანამშრომლობით არაერთ საჭირო ცოდნას, უნარს და გამოცდილებას შეიძენენ, რაც, თავისთავად, გაუწევს ამ პროფესიას პოპულარიზაციას და შესაბამისად, პროფესიონალებზე მოთხოვნის გაზრდასაც შეუწყობს ხელს. იმ პირობების შესაქმნელად, რაც ამ ყველაფერს რეალობად აქცევს, მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის არსებობა, გაზრდა-განვითარება და და პოპულარიზაცია აუცილებელია.
მარიამ სილაგაძე
1.რატომ გადაწყვიტეთ მთარგმენელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
-SANGU-ს მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის შესახებ ადრეც ბევრი კარგი რამ მსმენია, სწორედ ამიტომაც, როცა ახალი პროფესიის შესწავლა და ინგლისური ენის დონის გაუმჯობესება გადავწყვიტე, დაუფიქრებლად შევაჩერე არჩევანი აღნიშნულ სკოლაზე.
2.როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
-სწავლების პროცესი სრულიად ორგანიზებული იყო. გრაფიკი მაქსიმალურად იყო მორგებული სტუდენტებზე, ხოლო სასწავლო მასალა- სტრუქტურირებული და თანამედროვე. განსაკუთრებით გამოვყოფდი სწავლებაში თეორიული და პრაქტიკული ელემენტების ბალანსს, რაც ასე მნიშვნელოვანია მთარგმნელ/თარჯიმანთა პროფესიისთვის და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რადგან თანამედროვე აპარატურის გამოყენებით სწავლის პროცესი ბევრად უფრო ეფექტური იყო.
3.რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
-მასწავლებლები თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათი მხრიდან მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას და მზაობას, რომ გაეზიარებინათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ რეალური პრაქტიკული გამოცდილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან ურთიერთობა.
4.გამართლდა, თუ არა, თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენთან ჩაბარების მსურველებს?
-ჩემი მოლოდინი 100%-ით გამართლდა, რადგან მივიღე ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ნამდვილად გამომადგება რეალურ ცხოვრებაში
5.თქვენი სურვილები ჩვენი სკოლის მიმართ
-ვისურვებდი, რომ ამ სკოლის შესახებ ბევრად მეტმა ადამიანმა იცოდეს, რადგან ასეთი დონის სპეციალისტები და ტექნიკურად გამართული გარემო ნამდვილად იმსახურებს მეტ ცნობადობას. წარმატებებს გისურვებთ!
ნინო ჭაფოძე
1.რატომ გადაწყვიტეთ მთარგმენელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
-მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე პროფესიული განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანმცოდნეობის მიმართულებით დავასრულე მაგისტრატურა, მსურდა ზეპირი თარგმანის კუთხით განვითარება. ამიტომაც, მაგისტრატურის ერთ-ერთი ლექტორის რჩევით ჩავაბარე მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში.
2.როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
-მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში სწავლება კარგად იყო ორგანიზებული, ყველაფერი მაქსიმალურად მორგებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა პროგრამაზე მისწავლია, მსგავსი ორგანიზება და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება აქამდე არასდროს შემხვედრია
3.რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
-თითოეული მათგანი პროფესიონალიზმით გამორჩეული მასწავლებელია. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად ფლობენ თავიანთ საგნებს, ასევე აქვთ განსხვავებული მეთოდები. გამოირჩევიან თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომით, მუდამ კეთილგანწყობილნი არიან და მხარს უჭერენ მოსწავლეებს
4.გამართლდა, თუ არა, თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენთან ჩაბარების მსურველებს?
-თავიდანვე დადებითად ვიყავი განწყობილი ამ სკოლის მიმართ, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. სწავლის პროცესში ბევრი გამოწვევა მქონდა, თუმცა მასწავლებლების დახმარებით ყველაფერს გავუმკლავდი. სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ხოლო გამოწვევების გადალახვა კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა. ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი აუცილებლად ჩააბარონ და ბოლომდე მიიყვანონ კურსი, რადგან აქ მიღებული ცოდნა არის ძალიან პრაქტიკული და მრავალმხრივი. დარწნუნებული ვარ თითოეული მოსწავლე კურსის ბოლოს მიხვდება, რომ მათი შრომა სათანადოდ დაფასდა.
5.თქვენი სურვილები ჩვენი სკოლის მიმართ
-ვისურვერდი, მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული ამ სკოლით. აქ გავლილი კურსი არაფრით ჩამოუვარდება (თუ არ აჭარბებს) სამაგისტრო პროგრამას, თუმცა ცოტა ადამიანმა იცის ამის შესახებ. ვისურვებდი, სათანადოდ იყოს დაფასებული
