მენიუ

მთარგმენლ-თარჯიმანთა ცენტრის კურსდამთავრებულები (2016)

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები ტრადიციულად პასუხობენ ხუთ შეკითხვას.

2016 წლის იანვარში სამსემესტრიანი კურსი დაამთავრეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ მეშვიდე გამოშვების მსმენელებს.

სალომე ტეფნაძე

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
ამ სფეროთი დაინტერესება ჩემმა საქმიანობამ - ტურისტულმა გიდობამ დიდწილად განაპირობა. მსურდა შემესწავლა თარგმნის ტექნიკა და კიდევ უფრო გამეღრმავებინა ინგლისური ენის ცოდნა.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
კურსი არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საგნებით.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყოველი მასწავლებელი საკუთარი საქმის უზადო პროფესიონალია. ისინი კეთილგანწყობილნი არიან სტუდენტების მიმართ. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, მათი ასეთი მეგობრული დამოკიდებულების წყალობით კიდევ უფრო სასიამოვნო სასწავლო გარემო იქმნება.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ნამდვილად გამართლდა ჩემი მოლოდინი. გარდა ამისა, აქ შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები. დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ერთად კიდევ უფრო ხალისით გავაგრძელებ ამ საქმიანობას. სხვა მსურველებს ვურჩევდი, რომ ბევრი ყოყმანის გარეშე ჩააბარონ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე. შრომით ბაზარზე ნამდვილად მოთხოვნადია ეს პროფესია.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ბევრი წარმატებული და კვალიფიციური კურსადამთავრებულის "გამოშვებას" ვისურვებ! კარგი იქნება ყოველ წელს ლექტორთა ეს კონკრეტული შემადგენლობა თუ უხელმძღვანელებს კურსს. დიდი მადლობა უზომო შრომისთვის და სითბოსთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში თქვენგან მივიღეთ!

ეკატერინე თოხაძე

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
თარჯიმანთა კურსებზე ჩაბარება გადავწყვიტე ცოდნის გაღმავების და თარჯიმანთა ტექნიკის დაუფლების მიზნით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სასწავლო კურსი დაგეგმილია წორად და სწავლება ორგანიზებულია მაღალ დონეზე.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
სასწავლო კურსს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ლექტორები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ  რათა ლექციები იყოს მაქსიმალურად საინტერესო და ინფორმაციული. მადლობას ვუხდი ყველა ლექტორს გაწეული ღვაწლისთვის.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
აღნიშნულმა კურსებმა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს თარჯიმნის პროფესიას და აიმაღლოს კვალიფიკაცია ამ კუთხით, თამამად შეუძლია გააკეთოს არჩევანი თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კურსებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და კიდევ დიდხანს არსებობას ლექტორთა დღევანდელი შემადგენლობით.

 

ეკა შაქარაშვილი

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
იქედან  გამომდინარე,  რომ  ჩვენი  პროფესია  მუდმივ  განახლებას  მოითხოვს, სურვილი მქონდა ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა. სინქრონის ოთახის ნახვისა და ბატონი ოთარისა და ქალბატონი მარინას გაცნობის შემდეგ, ჩემი სურვილი კიდევ უფრო გაღრმავდა და გადავწყვიტე თქვენთან ჩაბარება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღით გადაქანცულებს (როგორც ლექტორებს, ისე ჩვენ) გვიწევდა სწავლა ყოველ საღამოს, სწავლება იმდენად საინტერესოდ იყო ორგანიზებული, რომ დაღლილობა არავის ახსოვდა და ყველა აქტიურად ერთვებოდა პროცესში. ეს ლექტორების დიდი დამსახურებაა.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ამ შემთხვევაში ეს ჩემი საყვარელი ნაწილია: მართლა დაუღალავად შემიძლია ვისაუბრო მათ პროფესიონალიზმსა და მონდომებაზე. წელიწადნახევრის მანძილზე ჯგუფელებს ბევრჯერ მოგვეცა საშუალება განგვეხილა სასწავლო პროცესი. მადლობელი ვართ თითოეული მასწავლებლის, მათი ენთუზიაზმისა და პროფესიონალიზმის. ძალიან მიჭირს კონკრეტულად გამოვყო რომელიმე მათგანი და ვფიქრობ ამ კურსების ხიბლი სწორედ ამაშია. უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის, თითოეული დღისთვის და თქვენი შემართებისთვის. ყოველთვის გულწრფელი სურვილი მექნება თითოეული მათგანი ნებისმიერ დროს მოვინახულო და ჩავეხუტო.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი მართლაც გამართლდა. შევიძინე ცოდნა და თავდაჯერებულობა. კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს ვურჩევდი, რომ გამოიყენონ თითოეული წუთი და ბოლომდე ღირსეულად (პატარ-პატარა სიზარმაცეების გარეშე) დაემთავრებინოთ ეს კურსი.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
მე გულწრფელად ვუსურვებ კურსებს გაფართოებას. ვფიქრობ რომ ანალოგიური შესაძლებლობა თბილისში არაა და თუ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიონალიზმე ვსაუბრობთ, ეს კურსი მართლაც იმსახურებს დატვირთვასა და გაფართოებას.
პ.ს. არ ვიცი რამდენად მოგიხერხდებათ იმის დაფიქსირება, რომ უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოთხ შესანიშნავ ჯგუფელს, რომლებიც დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან: მარიკა კოპალიანს, ეკა თოხაძეს, მარიამ მიქაძესა და სალომე ტეფნაძეს. რომ არა ეს ოთხი საოცარი ადამიანი, მათი ერთგულება და თავდადება, ეს ჯგუფი არ იქნებოდა ასეთი საინტერესო და ხალისიანი. მადლობა ყველას და გისურვებთ დიდ წარმატებებს.

 

მაკა მიქაძე

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
ჩემ მიზანს წარმოადგენდა მთაგმნელ/თარჯიმანისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
კურსი იყო საკმაოდ ინტენსიური და მოიცავდა პრაქტიკულ კომპონენტებს.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
თითოეული პედაგოგი საქმის პროფესიონალი და გულისხმიერი ადამიანია.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
კურსზე ჩაბარების მსურველთ ვურჩევდი მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ვისურვებდი, რომ თუ შესაძლებლობა იქნება, სტუდენტებს ჰქონდეთ საშუალება უშუალოდ დააკვირდნენ თარჯიმანთა მუშაობას სამუშაო პროცესის დროს.

მარიკა კოპალიანი

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება გადავწყვიტე, რათა შემეძინა აღნიშნული პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და მიმაჩნია რომ ეს კურსები უპირობოდ ლიდერია ქვეყნის მაშტაბით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლების პროცესი გამოიჩეოდა მაღალი ორგანიზებულობით.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
თავს ბედნიერად ვთვლი რომ საშუალება მომეცა კურსების ფარგლებში მემუშავა ბ. ოთარ მათეშვილთან და იმ ბრწყინვალე გუნდთან, რომელთა წყალობითაც სწავლების პროცესი ესოდენ სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო. არ შემიძლია განსაკუთრებით არ გამოვყო ქნ. მაია გვიტიძე, ეკა ხუნდაძე, ბ. ნუგზარ რუხაძე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კურსების ყველა ლექტორს.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
კურსებზე ჩაბარების მსურველებს ვურჩევდი, რომ უპირველეს ყოვლისა ჩააბარონ აღნიშნულ კურსებზე და შემდეგ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები რასაც მთარგმნელ/თარჯიმანთა კურსები იძლევა. დარწმუნებული ვარ მიღწეული შედეგით კმაყოფილები დარჩებიან.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კურსებს მინდა ვუსურვო წარმატებები და მსმენელთა სიმრავლე.

2016 წლის იანვარში ერთსემესტრიანი კურსი დაამთავრეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ მერვე გამოშვების მსმენელებს.

 

მაია ჩაკვეტაძე

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
თარჯიმანთა  შემოკლებულ  კურსზე  ჩაბარებით  კიდევ  უფრო  ავიმაღლე კვალიფიკაცია  თარგმნის  მიმართულებით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება  ფრიად  ორგანიზებულია.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები  არიან  თავიანთი  საქმის  დიდი  პროფესიონალები. მადლობა  მათ!

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
კურსის  მოლოდინი  გამართლდა! თუმცა, რაც  შეეხება  თანამიმდევრული  თარგმანის უნარ-ჩვევების  გაუმჯობესებას, ეს  იქნებოდა  ბევრად  ეფექტური  მხოლოდ  იმ ჯგუფთან  ერთად, რომელიც  უკვე  ფლობს  აღნიშნულ  ტექნიკას. კურსზე  ჩაბარების მსურველებს  ვურჩევდი  კურსზე  ჩაბარებას! 

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კურსი  თავიდანვე  წარმატებით  დაიწყო  და  მიმდინარეობს! ამ  შესანიშნავ  გუნდს ვუსურვებ  მთარგმნელობითი  სულისკვეთების  შენარჩუნებას და  კიდევ  უფრო ამაღლებას!

 

ანგელინა ბურდული

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
10 წელია ვმუშაობ თარჯიმნად და პერიოდულად მიწევს თანმიმდევრული თარგმნა. ძალიან დავინტრესდი აღნიშნული კურსით, რადგან მსურდა ცოდნის გაღრმავება  და  ჩემი  უნარ-ჩვევების  დახვეწა.  ამასთან  ერთად,  კარგი რეკომენდაცია მივიღე ჩემი მეგობრისგან, რომელმაც გაიარა სამ სემესტრიანი მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი კურსი.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. სწავლის პროცესში ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ. სწავლის პროცესში გათვალისწინებული იყო ჩვენი ინტერესები. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ უნივერსიტეტში ძალიან თბილი გარემოა და უგემრიელესი ყავა.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით. სწავლის პროცესში ყველა მათგანი იყო გულისხმიერი და ორიენტირებული ჩვენთვის მაქსიმალური ცოდნის მიცემაზე. დიდი მადლობა მათ გაწეული შრომისთვის.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. კურსის გავლის მსურველებს ვურჩევდი არ გააცდინონ მეცადინეობები, ვინაიდან ყველა ლექციაზე მიღებული ინფორმაცია და ცოდნა გამოადგებათ შუალედურ და საბოლოო გამოცდებზე. სწავლის პროცესში აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა და უნარ-ჩვევების დახვეწა.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
სასურველი იქნებოდა კურსის დროს მეტი დრო დათმობოდა თანმიმდევრულ თავრგმნას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა პედაგოგს და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

 

სალომე ჭიპაშვილი

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
პროფესიონალურად დაგეგმილი, ვაფასებ ძალიან დადებითად.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებელმა გადააჭარბეს ჩემს მოლოდინს, გამაოცა მათმა მოტივაციამ და პროფესიონალურმა უნარ-ჩვევებმა.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
დიახ, გამართლდა. სხვა მსურველებს ვურჩევდი გამოიყენონ ეს შანსი რადგან იშვიათი პედაგოგები ასწავლიან ამ კურსზე. სიამოვნებით გავაგრძელებ სწავლას თუ იქნება საშუალება.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
ბევრი პროფესიონალის მომზადება.

 

მაია ზაალიშვილი

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე თარგმნის ტექნიკის დაუფლება. დამჭირდა როგორც ზეპირ ისე წერილობითი თარგმნის უნარის პროფესიონალურ დონეზე გაუმჯობესება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება იყო ძალიან კარგად ორგანიზებული.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
სასწავლო კურსს უძღვებოდნენ მაღალკვალიფიციური და საკუთარი საქმის პროფესიონალი ლექტორები. თითოეული ლექცია იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული. მადლობას ვუხდი ყველა ლექტორს გაწეული შრომისთვის.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
დიახ, გამართლდა. უდაოდ  ვურჩევდი  ამ კურსებზე  ჩაბარებას ყველას  ვისაც თარგმნის უნარის გაუმჯობესება  სურს.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
კურსებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და ბევრ მსმენელს.

 

თინათინ შიშინაშვილი

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს კურსებზე ჩაბარება?
გადავწყვიტე გამეღრმავებინა ცოდნა და შემეძინა ახალი უნარ-ჩვევები განსაკუთრებით სინქრონულ თარმანში.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
ძალიან კარგად.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
სამივე საგნის პედაგოგი იყო ბრწყინვალე, ქალბატონი მაია, ეკა და ბატონი ოთარი.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს კურსებზე ჩაბარების სხვა მსურველებს?
ნამდვილად გამართლდა! აუცილებლად გამოიყენონ შანსი და გაიღრმავონ ცოდნა ამ არაჩვეულებრივი ლექტორების დახმარებით.

თქვენი სურვილები კურსების მიმართ.
წარმატებები! ცნობადობის ამაღლება, რადგან თქვენს შესახებ უნდა იცოდეს რაც შეიძლება მეტმა სწავლის მსურველმა!

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა