მენიუ

მთარგმენლ-თარჯიმანთა ცენტრის კურსდამთავრებულები (2018)

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები ტრადიციულად პასუხობენ ხუთ შეკითხვას.

2018 წლის იანვარში სამსემესტრიანი კურსი დაამთავრეს და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ მეათე გამოშვების მსმენელებს:

კალანდაძე თეკლა:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ჩემი პროფესიული დონის გასაღრმავებლად.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლების ორგანიზება იყო ყოველთვის ზუსტად მორგებული სტუდენტთა განვითარების ეტაპებსა, თუ მათ გრაფიკზე.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
პროდუქტიული და სასიამოვნო იყო პროფესიონალთა გუნდთან მუშაობა და სწავლა.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი გამართლდა და ვაპირებ კურსი ხელმეორედ გავიარო.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
ვისურვებდი სკოლამ მიიღოს მაგისტრატურის ფორმატი.

მექერიშვილი თამარი:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
სწავლა გადავწყვიტე, რადგან დაინტერესებული ვიყავი თარგმანით. მანამდე დავამთავრე მაგისტრატურა თარგმანის მიმართულებით, ამიტომ მინდოდა კიდევ უფრო დამეხვეწა მთარგმნელისა და თარჯიმნის უნარები.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ამ უნივერსიტეტში, ყოველი ლექტორი, რომელმაც მე მასწავლა არის თავისი საქმის პროფესიონალი. აღფრთოვანებული ვარ მათი ცოდნით. განსაკუთრებით კი დავასახელებ მაია გვიტიძეს და ეკა ხუნდაძეს.
 
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ვფიქრობ, ამ სკოლამ ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი. ჩაბარების მსურველებს კი ვურჩევ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ ის ცოდნა, რასაც აქ იძლევიან.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
ვუსურვებ ხანგრძლივ არსებობას და წარმატებებს მას და მის კურსდამთავრებულებს.

 

მიქიაშვილი ლელა:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
სინქრონული თარგმნის შესწავლაზე დიდი ხანი ვოცნებობდი. ვინაიდან ეს სკოლა საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულია, გადავწყვიტე აქ ჩაბარება.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლა კარგად იყო ორგანიზებული და რაც მთავარია, დროის თვალსაზრისით მორგებული იყო ჩვენს შესაძლებლობებს.

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყველა მასწავლებელი თავისი სპეციალობის უმაღლესი პროფესიონალია. ამასთან, ძალიან გაგვიმართლა, რომ აქ დაგვხვდა ძალიან თბილი გარემო.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი გამართლდა. ყველას ვურჩევდი, რომ დაეძლიათ თავიანთი შიში და ეცადათ ბედი. ეს ისეთი საშიში არ არის, როგორც გარედან ჩანს.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
ვისურვებდი, რომ ცოტა მეტი დრო ეთმობოდეს სინქრონული თარგმნის გაკვეთილებს. იმედი მაქვს, რომ ეს სკოლა კიდევ უფრო პოპულარული გახდება და ბევრ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გაიღრმავოს აქ ცოდნა და გაიუმჯობესოს თავისი კარიერა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

 

რამაზაშვილი მარი:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
პროფესიის თვალსაზრისით განვითარების და გაზრდის მიზნით.

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
ლექციები იყო ორგანიზებული და კარგად ჩამოყალიბებული (მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე).

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
რა საკვირველია, ყველა მასწავლებელი აკმაყოფილებდა საკუთარ პროფესიულ უნარებს და ცოდნას. ყველა იყო საკმაოდ გამოცდილი და მაღალი დონის პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა.

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ვურჩევდი და დღემდე  ვურჩევ ყველა მსურველს გაიაროს არსებული კურსი და მიიღოს საბაზისო უნარ-ჩვევები, რაც დამახასიათებელი  და აუცილებელია ამ პროფესიისთვის.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
ჩემი სურვილი იქნებოდა უფრო მეტი დრო დაეთმოს სინქრონულ თარგმანს, რათა უფრო მეტი უნარის ათვისება შეძლოს კურსანტმა და ასევე პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაერთოს შეძლებისამებრ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველა პედაგოგს. გისურვებთ წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს.

შატაკიშვილი ნანა:

რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
კვალიფიკაციი9ს ამაღლების მიზნით

როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
ეს არის კარგად ორგანიზებული, შედეგზე ორიენტირებული მეთოდებით გამდიდრებული კურსი

რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ნამდვილად მაღალკვალიფიცირებული კადრებით გამოირჩევა, თავდაუზოგავად შრომისმოყვარე მასწავლებლებით

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
მოლოდინსაც კი გადააჭარბა; ვურჩევდი არ გააცდინონ არც ერთი ლექცია, რადგან ბევრს დაკარგავენ. ვისაც სურს ფული, დრო და ენერგია ჩადოს განათლებაში, ეს ის ადგილია, სადაც ეს ყოველივე მაღალ დონეზე მიიღწევა.

თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.
წარმატებები, ბევრი და ბევრი...

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა