მენიუ

მთარგმენლ-თარჯიმანთა ცენტრის კურსდამთავრებულები (2021)

ნინო აბრამიძე

როგორ იყო ორგანიზებული სწავლა?
მიუხედავად რთული პერიოდისა (პანდემიისგან შექმნილი) სტუდენტებზე მორგებული.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
შესაძლებელია როგორც ინგლისური ენის განვითარება, ასევე ახალი პროფესიის დაუფლება.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ?
ვუსურვებ წარმატებას.

 

მარიამ კვერნაძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ჩაბარება გადავწყვიტე სკოლის შესახებ ინფორმაციის მოძიების შემდეგ. სკოლის გვერდზე დადებული უკუკავშირის ნახვის შემდეგ და მას მერე, რაც გავესაუბრე ერთ-ერთ კურსდამთავრებულს და კარგი უკუკავშირი მივიღე. გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლა?
სწავლება სამწუხაროდ დაემთხვა კოვიდ პანდემიას, ამიტომ გარკვეული საგნები გვიტარდებოდა დისტანციურ რეჟიმში. ეს ქმნიდა გარკვეულ დისკომფორტს თუმცა ლექტორები მაქსიმალურად ცდილობენ ამ საკითხში სტუდენტების ხელშეწყობას.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლებით ნამდვილად ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ მაქსიმალურად დამეხმარნენ პროცესში და ლექციები საინტერესო იყო.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემთვის ეს სამი სემესტრი ნამდვილად ძალიან ნაყოფიერი იყო. მსურველებს ვურჩევდი კარგად განესაზღვრათ მოლოდინები და ყველა დეტალი წინასწარ დაეზუსტებინათ.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ?
სკოლას დიდ წარმატებას და ბევრ კურსდამთავრებულს ვუსურვებ.

 

ინგა ნაფეტვარიძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ჩემი სამსახურის გამო მომიწია ამ ხელობის შესწავლა. შემდგომ მივხვდი რამდენად პერსპექტიულია ეს პროფესია და მივხვდი, რომ ნამდვილად მინდა თავი გამოვიჩინო ამ სფეროში. მეორე მიზეზი აქ ჩაბარების სწორედ ამ სკოლის იმიჯი იყო, ძალიან ბევრმა ადამიანმა აქ მირჩია ჩაბარება, რადგან საქართველოში წამყვანი სკოლაა და პროფესიონალებს ზრდიან.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლა?
სწავლის მეთოდიკა და მთლიანი კურსის სტრუქტურა ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მისაღები იყო. ამ პროგრამის ძირითადი უპირატესობა სწორედ პრაქტიკულ ნაწილში მდგომარეობს. მთლიანი კურსი მხოლოდ პრაქტიკა და გამოცდილებაა.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
შემიძლია ვთქვა, რომ 90% მასწავლებლების ჩემთვის სამაგალითო გახდა უდიდეს პატივს ვცემ მათ პროფესიონალიზმს და იმ დროისთვის და შრომისთვის, რაც პირადად ჩემთვის დათმეს.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
მართლაც გაამართლა აბსოლუტურად. ყველას ვურჩევდი და ახლაც აქტიურად ვცდილობ გავავრცელო ამ სკოლაზე ინფორმაცია.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ?
გისურვებთ, რომ განაახლოთ აპარატურა! დანარჩენი იყო მართლაც ძალიან კარგი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა