ქეთევან ქურციკიძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
მოძიებული დაწესებულებებიდან მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა იყო ყველაზე რეალური და სასარგებლო გრაფიკის, შინაარსისა და მასწავლებლების გათვალისწინებით
როგორ იყო ორგანიზებული სწავლა?
სწავლება იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული და აკმაყოფილებდა ჩემს საჭიროებებს. ყოველთვის გათვალისწინებული იყო ჩემი სამუშაო გრაფიკი და დისტანცია სასწავლებლიდან. სასწავლო პროგრამა კარგად იყო მორგებული მსმენელთა მოთხოვნებზე და საჭიროებებზე.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ჩემი სტუდენტური თუ პროფესიული საქმიანობის განმავლობაში იშვიათად შევხვედრივარ ისეთი მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ადამიანებს, როგორებიც ბატონი ოთარი და ქალბატონი მარინა არიან. უდიდესი გამოცდილება გაგვიზიარეს და სიამოვნებით გვეხმარებოდნენ პროფესიული უნარების ამაღლებაში.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
კურსმა ჩემი მოლოდინები სრულად გაამართლა. მთარგმნელობით საქმიანობაში ჩართულ ყველა ადამიანს ვურჩევ ჩააბარონ სკოლაში და გახადონ საკუთარი სფერო მეტად პროფესიონალური.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ?
სკოლას ვუსურვებ ბევრ საინტერესო სტუდენტს და მადლიერ კურსდამთავრებულს, რადგან, ჩემი აზრით, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სკოლის წარმატებებსა და შემდგომ საქმიანობაზე.
გისურვებთ წარმატებას და მადლობას მოგახსენებთ გაწეული შრომისთვის!
ნინო შავდათუაშვილი
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მთარგმნელობითი და თარჯიმნის უნარების გაუმჯობესების მიზნით
როგორ იყო ორგანიზებული სწავლა?
სწავლი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი იყო მსმენელის საჭიროებებზე ზედმიწევნით მორგებული.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
მასწავლებლების შესახებ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ სკოლას ვტოვებ საუკეთესო შთაბეჭდილებებით. არიან საკუთარი საქმის აბსოლუტური პროფესიონალები და არაჩვეულებრივი პიროვნებები. აუდიტორიაში და ლექციაზე ყოველთვის იყო ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო. ყოველთვის ცდილობდნენ ინდივიდუალურად გაეთვალისწინებინათ თითოეული მსმენელის საჭიროება.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი გამართლდა და უფრო მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა. ვურჩევ ყველა მსურველს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ, გაიაროს აღნიშნული კურსი.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
სკოლას ვუსურვებ წარმატებას საკუთარ საქმიანობაში, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას.
იზა ჯანიაშვილი
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
მთარგმნელად მუშაობის 11 წლიან პერიოდში დროდადრო მიწევდა თარჯიმნის მოვალეობის შესრულებაც, რაც ჩემი მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მიმართულებით არანაირი ტექნიკა და განვითარებული უნარები არ მქონდა და ყოველთვის სპონტანურად, საკუთარი უნარების ფარგლებში მიწევდა ამ საქმისთვის თავის გართმევა. სწორედ აღნიშნული უნარების დახვეწის მიზნით გადავწყვიტე ამ სკოლაში ჩაბარება.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლა?
ვფიქრობ, რომ კარგად, რადგან შედგენილი პროგრამა ითვალისწინებდა თეორიულიდან პრაქტიკულ სწავლებაზე გადასვლას. რაც მთავარია, მორგებული იყო ჩემს სამუშაო გრაფიკზე.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყველაფერს საუკეთესოს, რადგან მაქსიმალურად ორიენტირებული იყვნენ ჩემი, როგორც მსმენელის, საჭიროებებზე.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
დიახ, გამართლდა, და სხვებსაც ვურჩევდი საკუთარი უნარების ამ სკოლაში გაღრმავებას, თუმცა ვისურვებდი, რომ პროგრამა უფრო ხანგრძლივ პერიოდზე იყოს გაწერილი.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
მინდა გისურვოთ წარმატებები და წინსვლა პროფესიული კუთხით და თქვენი ცოდნისა და გამოცდილების სხვა, ჩემი მსგავსი მსმენელებისთვის გადაცემა.
სალომე კომლაძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარებამდე უკვე ვმუშაობდი მთარგმნელად, თუმცა, მუდმივად მიჭირდა თავდაჯერების კუთხით. ამიტომ გადავწყვიტე ჩამებარებინა კურსებზე, ამემაღლებინა კვალიფიკაცია და ცოდნა, საბოლოო ჯამში კი გავმხდარიყავი უფრო მეტად თავდაჯერებული.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
კურსები მეტად ორგანიზებული და კარგად დალაგებული იყო. ამ მხრივ ნეგატიური ასპექტები არ მაგონდება.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
არაჩვეულებრივი მასწავლებელთა ჯგუფი, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც, სიმართლე რომ ვთქვა არ ველოდი თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მრავალი დადებითი რამ შემიძლია მათზე ვთქვა, მაგრამ ერთი რამ რაც ყველას ეხება ეს არის გამორჩეული პროფესიონალიზმი, არა მარტო საკუთარ დარგში, არამედ მიდგომაშიც.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი, სწავლის დაწყებამდე იყო, რომ კურსების გავლით თავდაჯერებას ავიმაღლებდი. აღვნიშნავდი, რომ აქ სწავლამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. არათუ თავდაჯერება მომეცა, არამედ დიდი ცოდნაც შევიძინე. სწავლის მსურველებს ვურჩევდი აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი, რადგან ეს კურსები არამხოლოდ საჭირო, არამედ, ვფიქრობ, სავალდებულოც კი არის დამწყები მთარგმნელ-თარჯიმნისთვის.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
სკოლას ვუსურვებ წინსვლას, განვითარებას, მრავალ გამოჩენილ, წარმატებულ კურსდამთავრებულს და ისეთ ბიუჯეტს, რომ სტუდენტებს არაფერი დააკლდეს და სკოლაც შესაბამისად აღიჭურვოს.
თორნიკე გასვიანი
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
დიდი სურვილი მქონდა ინგლისური ენის პროფესიონალურ დონეზე შესწავლის და შესაბამისად გადავწყვიტე ამ სკოლაში ჩაბარება.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლის ფორმატი და ლექტორების სტუდენტებისადმი დამოკიდებულება ნამდვილად სამაგალითოა, ამიტომ დადებითად შევაფასებდი
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
როგორც აღვნიშნე, მასწავლებლები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და თბილი დამოკიდებულებით მოსწავლეებისადმი.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა და ვფიქრობ, რომ სხვა მოსეავლეებსაც დადებითი გამოცდილება ექნებათ ამ სკოლაში.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
სკოლას ვუსურვებ წარმატებულ მომავალს, რაც აუცილებლად სწავლის მაღალ ხარისხში და პროფესიონალიზმში აისახება.
ნინო კვიწინაძე
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე რათა გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ინგლისურში და დავუფლებოდი თარგმანის ტექნიკას.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და იდეალურად იყო მორგებული სტუდენტთა რეჟიმს და მოთხოვნილებებს.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
თითოეული მასწავლებელი იყო თავისი საქმის პროფესიონალი, ყველა ცდილობდა მაქსიმალურად გადმოეცა სტუდენტებისთვის ცოდნა და გამოცდილება.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. მივიღე დიდი ცოდნა და გამოცდილება თარგმანის სფეროში და ასევე გავიღრმავე ენის ცოდნა. თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარების მსურველებს ვურჩევ, აუცილებლად გამოიყენონ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
თარჯიმანთა სკოლას და მის შესანიშნავ პედაგოგებს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას და ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს.
სალომე მარკოზია
რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
ჩაბარება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ გადავწყვიტე მთარგმნელის პროფესიაში თავის დამკვიდრება და შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალე ამ მიმართულებით საფუძვლიანი განათლება მიმეღო.
როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
სწავლა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.
რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
ყველა მასწავლებელს შევაფასებდი უმაღლესი შეფასებით, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით.
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
ჩემი მოლოდინი სრულიად გამართლდა.მივიღე ძალიან კარგი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმის მიუხედავად, რომ კურსი საკმაოდ ინტენსიურია,ყველა მსურველმა ვისაც მთარგმნელის ან თარჯიმნის პროფესიაში სურს მუშაობა, უნდა მიმართოს ჩვენს სკოლას.
თქვენი სურვილები სკოლის მიმართ
სკოლას ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს და სამომავლო განვითარებას!