მენიუ

მთარგმენლ-თარჯიმანთა ცენტრის კურსდამთავრებულები (2023)

მარიამ ბერიაშვილი

  • რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვინაიდან ინგლისურის ფილოლოგი ვარ, გადავწყვიტე ცოდნის გაღრმავება

  • როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?

ძალიან მოწესრიგებული იყო სწავლება, არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა, რაც სწავლაში ხელს შეგვიშლიდა, რაც ჩვენი დირექტორის - ბატონ ოთარ მათეშვილის დამსახურებაა

  • რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?

პირველ რიგში, ბატონ ოთარს აღვნიშნავ, რომელსაც თავი არ დაუზოგავს, რომ რაც შეიძლება დიდი შედეგი დაგვედო და ყველაფერი სწორად განვითარებულიყო.
ქალბატონი მარინა ხუროშვილი, რომელიც ძალიან კარგი ლექტორია და თავისი საქმის პროფესიონალი. ასევე მარი ფარეშიშვილი - ფრანგული ენის ლექტორი, რომელიც უბრალოდ საუკეთესოა.

  • გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?

გამართლდა, ძირითადი ტექნიკები რაც ამ პროფესიას სჭირდება - ძალიან კარგად გვასწავლეს, ამ კურსებმა თავისი როლი ითამაშა, დანარჩენი თავად ადამიანზეა დამოკიდებული. ვურჩევდი, რომ თუკი ეს პროფესია აინტერესებთ და სურთ, რომ დაეუფლონ, თავს ნუ დაზოგავენ და ბოლომდე მიყვნენ დასახულ მიზანს, რადგან შრომა საბოლოოდ აუცილებლად ფასდება, რისი მაგალითიც მე თავად გახლავართ

  • თქვენი სურვილები სკოლის მიმართ

ამ კურსებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთად-ერთი იმას ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და რაღაც სიახლეები დაინერგოს, ვინაიდან განვითარება და განახლება ყველაფერს სჭირდება

 

ირენ გოგიშვილი

  • რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?

კურსებზე ჩაბარების მიზეზი იყო ინგლისური ენის სრულყოფა და დამატებითი შემოსავლის გამომუშავება

  • როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?

სწავლება იყო კარგად ორგანიზებული. თავდაპირველად მეგონა, რომ უმჯობესი იქნებოდა ყველა გაკვეთილი ყოფილიყო უნივერსიტეტში, თუმცა, სწავლის პროცესში მივხვდი, რომ შერეული სწავლება ბევრად ეფექტურია

  • რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?

აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი იყო პროფესიონალი და გამორჩეული კარგი თვისებებით. თითოეულის დიდი მადლობელი ვარ

  • გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?

დიახ, გამართლდა ჩემი მოლოდინები. მსურველს აუცილებლად ვურჩევ ჩაბარებას და ამავე დროს იმას, რომ მაქსიმალურად ეცადოს არ გააცდინოს ლექციები და აითვისოს ყველაფერი, რასაც ლექციებზე მოისმენს

  • თქვენი სურვილები სკოლის მიმართ

ყველაფრით ვარ კმაყოფილი. სურვილები სკოლის მიმართ არის ის, რომ დიდხანს გააგრძელოს არსებობა

 

ანა ოღაძე

  • რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?

მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე ჩემი მთარგმნელობითი უნარების დასახვეწად. ასევე, აქამდე შეხება არ მქონია სინქრონთან და მსურდა შემესწავლა სინქრონული თარგმანიც

  • როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?

სწავლება კარგად იყო ორგანიზებული. სწავლების ნაწილი გვიტარდებოდა აუდიტორიაში, ნაწილი კი - ონლაინ, ზუმის ან გუგლ მითის მეშვეობით. მე პირადად საგნების განაწილებით კმაყოფილი ვიყავი.

  • რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?

ჩემს ნებისმიერ ნაცნობს, ვისაც ამ მიმართულებით სურს განვითარება, რეკომენდაციას გავუწევდი, რომ ეს კურსი გაევლო. ყველა მასწავლებლისგან მივიღე ცოდნა, რაც ძალიან გამომადგება მომავალში და რაც შეიძლება ითქვას, უკვე გამომადგა კიდეც, როცა საპრეზიდენტო კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას.

  • გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?

ჩემი მოლოდინი გამართლდა, თუმცა სხვა მსურველებს ვურჩევდი, რომ არ აჩქარებულიყვნენ სწავლის პროცესში, რადგან სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი გარკვეულ დროს და პრაქტიკას მოითხოვს, რომ დაიხვეწოს და პროგრესი უფრო აშკარა გახდეს

  • თქვენი სურვილები სკოლის მიმართ

ჩემი ერთადერთი სურვილი იქნებოდა, სინქრონული თარგმნის საგანს მეტი დრო დათმობოდა კვირის განმავლობაში

 

ქეთევან ჯორბენაძე
მონაზონი დინარა

  • რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?
  • როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?
  • რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?
  • გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენს სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?
  • თქვენი სურვილები სკოლის მიმართ

ვმუშაობ მთარგმნელად საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობაში. პერიოდულად მიწევს თარჯიმნობაც, მაგრამ ვხედავდი, რომ მაკლდა გამოცდილება ზეპირ თარგმანში. კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით, გადავწყვიტე მიმეღო შესაბამისი განათლება. მეგობრებისგან გავიგე, რომ ქართულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა. გამიჩნდა სურვილი მესწავლა ამ სკოლაში, წარმატებით ჩავაბარე მისაღები გამოცდები, გავიარე გასაუბრება და დავიწყე სწავლა ამ თბილსა და მაღალკვალიფიცირებულ გარემოში.
მსმენოდა ბატონი ოთარისა და მისი გუნდის შესახებ, მაგრამ რეალობამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, რომლითაც გვანებივრებდა ბატონი ოთარი და ქალბატონი მარინე ხუროშვილი. სასწავლო გარემო ბრწყინვალედ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, რადგან კურიკულუმში გამოყენებული სათარგმნი მასალა იყო უახლესი და უმაღლესი რანგის პოლიტიკოსთა გამოსვლები, როგორც ინგლისური ენის მატარებლების, ასევე უცხოელების.
ვუსურვებ სკოლას წარმატებებს, გაფართოებას და რათა ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ეს ბრწყინვალე კოლექტივი.

 

დოლიძე ციალა

  • რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?

ცოდნის ამაღლების მიზნით და მთარგმნელ/თარიჯიმნის უნარების განვითარებისთვის გადავწყვიტე აღნიშნულ სკოლაში ჩაბარება.

  • როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?

სწავლება იყო იდეალურად ორგანიზებული.

  • რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?

მასწავლებლები გამოირჩევიან უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით.

  • გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?

გამართლდა ჩემი მოლოდინები, ვისაც თარჯიმნის უნარების გაღრმავების და შესწავლის სურვილი აქვს  გულწრფელად ვურჩევ ამ სკოლას.

  • თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.

სასურველი იქნებოდა რეალურ პრაქტიკულ/საკონფერენციო თარგმანში ჩართულობა.

 

სიხარულაშვილი ნანა

  • რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?

ზემოთხსენებულ სკოლაში ჩაბარების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული ზრდა და კარიერული წინსვლა.

  • როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?

აღნიშნული სკოლის ხელმძღვანელი ბატონი ოთარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტი უზრუნველყოს კარგად ორგანიზებული სწავლებით. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ოთარს

  • რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?

ამ სასწავლებელში ყველა გამორჩეულად ყურადღებიანი და სტუდენტებისთვის მზრუნველი პედაგოგები/ლექტორები ასწავლიან, რომლებიც თავისი საქმის დიდი პროფესიონალები არიან.

  • გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?

აუცილებლად გამოიყენონ ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობა.

  • თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.

ვუსურვებ უფრო მეტ მსმენელს.

 

 

შოშიაშვილი სოფიო

  • რატომ გადაწყვიტეთ მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარება?

სკოლაში ჩაბარების მიზანი კვალიფიკაციის ამაღლება და თარჯიმნის უნარების განვითარება იყო.

  • როგორ იყო ორგანიზებული სწავლება?

სწავლება იყო მაქსიმალურად მსმენელზე მორგებული.

  • რას იტყოდით მასწავლებლების შესახებ?

მასწავლებლები არიან ამ სფეროში საკმაოდ კვალიფიციურები, გამოირჩევიან მსმენელის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით.

  • გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რას ურჩევდით ჩვენ სკოლაში ჩაბარების სხვა მსურველებს?

ჩემი მოლოდინი გამართლდა და რეკომენდაციას ვუწევ სკოლას, საუკეთესოა მთარგმნელ-თარჯიმანთა ცოდნის და უნარების გაუმჯობესების მხრივ.

  • თქვენი სურვილები სკოლის მიმართ.

სკოლას ვუსურვებ ბევრ მსმენელს.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა