მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
სპეციალობები: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული როგორც მეორე ენა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი (ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასები; ინგლისური ენა; ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა საქართველოს უმცირესობებისთვის)
სწავლის წლიური საფასური: 2250 ლარი
პროგრამის კოდი: 1450108
მისაღები ადგილების რაოდენობა: 50
პროგრამის ხელმძღვანელები
- მანანა ტაბიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- ოთარ მათეშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
- ნონა პოპიაშვილი, მოწვეული სპეციალისტი
- ზურაბ ბერია, ფიზიკის დოქტორი, პროფესორი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ერთიანი ეროვნული გამოცდები. საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. ჩარიცხვა ხორციელდება კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად. მინიმალური მოთხოვნა: ინგლისური ენის A1 დონე.
საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა
- ძირითადი სპეციალობების მოდული – 150 კრედიტი
- თავისუფალი კომპონენტების მოდული – 30 კრედიტი (ზოგადი უნარები და ინტერდისციპლინური ცოდნა)
- მასწავლებლის მომზადების მოდული – 60 კრედიტი:
- სავალდებულო – 48 კრედიტი
- არჩევითი – 12 კრედიტი
- სასწავლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდული – 60 კრედიტი
პროგრამის მიზანი
300-კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საუნივერსიტეტო განათლება როგორც განათლების მეცნიერებების, ასევე, ქართული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის მიმართულებით. პროგრამის ძირითადი ამოცანაა, სტუდენტს შეუქმნას საჭირო უნარ-ჩვევები მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის და ეთიკის შესაბამისად. სამაგისტრო ნაშრომი ეფუძნება სასკოლო პრაქტიკის კვლევას, რაც ხელს უწყობს სტუდენტის კვლევითი უნარების განვითარებას, სამეცნიერო ინფორმაციის შეფასებას და ნაშრომის მომზადებას.
პროგრამის მიზანი სრულად შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას — ხელი შეუწყოს ერის ინტელექტუალურ, ზნეობრივ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას.