შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
სწავლის ღირებულება: 1450 ლარი (შესაძლებელია გადანაწილება სამ თანაბარ ნაწილად).
ხანგრძლივობა: 3 თვე.
ლექტორები: ირაკლი არაბიძე, ლევან კაკაჩია, ლაშა სიხარულიძე, გიორგი ჯანჯღავა, თენგიზ მაღლაფერიძე, დავით კუნჭულია, ანა აბესაძე, გრიგოლ ჭკადუა, ნინო აშორდია, ზაზა მეცხვარიშვილი, ნინო სიბაშვილი, თამარ დოლიძე, გოჩა გელაშვილი, ფარნაოზ დვალი, ბაია კუბლაშვილი, თეა მაღედანი, გენადი კვერენჩხილაძე, ლალი მაჩაიძე, კონსტანტინე ხაჭაპურიძე, გიორგი ჩიჩუა, ომარ პაპაშვილი, ზურაბი პავლიაშვილი.
სარეგისტრაციო ბმული: რეგისტრაციის ფორმა
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- პირადობის მოწმობის ასლი
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
ხელშეკრულების გაფორმება: უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი #104 (10:00–17:00).
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მსმენელისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გადაცემა.
რას ისწავლით კურსის ფარგლებში:
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა
- საფრთხეთა იდენტიფიცირება და რისკების მართვა
- ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგია და სტატისტიკური ანალიზი
- ობიექტების ინსპექტირება
- შრომის უსაფრთხოების ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა
პროგრამის აღწერა
პროგრამა შედგება 230 აკადემიური საათისგან (თეორიული ნაწილი – 133 სთ, პრაქტიკული – 97 სთ). კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიცირების გამოცდა ტარდება სახელმწიფო საგამოცდო ცენტრში.
თეორიული ნაწილი ტარდება მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა. პრაქტიკული ვიზიტები ხორციელდება სხვადასხვა სფეროში: მომსახურება, მედიცინა, მშენებლობა, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა.
პროგრამის კურიკულუმი
- შრომის კოდექსი და შესაბამისი რეგულაციები
- უსაფრთხოების ნიშნები, PPE, ინციდენტების მართვა
- ქიმიური და ფიზიკური ფაქტორები, სამედიცინო დახმარება
- სხვადასხვა სექტორში შრომის უსაფრთხოების სპეციფიკა
- ტრენინგის ჩატარების მეთოდები და მიდგომები
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: 574 12 09 72
ელ. ფოსტა: safety@sangu.edu.ge