მენიუ

კიბერუსაფრთხოება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, NKU) პარტნიორობით წარმოგიდგენთ ერთობლივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას - კიბერუსაფრთხოება.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების სკოლა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.

კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი - ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი. ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს შეეძლება დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას და, ქვეყნიდან გაუსვლელად, დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაემგზავრონ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში, სადაც დაესწრებიან ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას და შეხვდებიან ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს. პროგრამის ფარგლებში NKU-ს პროფესორები ეწვევიან სანგუს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებსა და პრაქტიკულ-ლაბორატორიულ აქტივობებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ და წარადგინონ თავიანთი მოხსენებები აშშ-ში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სიმპოზიუმზე და თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე.

მიიღე საუკეთესო ამერიკული განათლება საქართველოში - კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან!

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამის:

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU): მეცნიერების მაგისტრი კიბერუსაფრთხოებაში / Master of Science in Cybersecurity (კოდი: 0613.1.4)
  • ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი (NKU): კიბერუსაფრთხოების მაგისტრი / Master of Science in Cybersecurity

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული

სწავლის წლიური საფასური: სრული დაფინანსება 

პროგრამის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:

პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი. ორმაგი მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 120 ECTS კრედიტი. პროგრამა მოიცავს სავალდებულო სასწავლო კურსებს (72 კრედიტი), არჩევით კურსებს (18 კრედიტი) და კვლევით პროექტს (30 კრედიტი).

ჩარიცხვის წინაპირობები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ნებისმიერ სპეციალობაში)
  • გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
  • სანგუსა და NKU-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული გასაუბრება

საჭირო დოკუმენტაცია რეგისტრაციისთვის:

დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონულად.

  • დიპლომისა და დანართის ასლი ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა TOEFL ან IELTS (არსებობის შემთხვევაში)
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
  • ორი სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
  • პირადობის მოწმობა ან პასპორტის ასლი
  • კონკურსანტის CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

დამატებითი ინფორმაციისთვის: (+995) 599 575 557 | cybersecurity@sangu.edu.ge

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა