2020-03-22

ონლაინ სემინარი: როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი

2020 წლის 25 მარტს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ონლაინ სემინარი თემაზე: "როგორ ვარეგულიროთ კორონასტრესი".

საჯარო ონლაინ სემინარს წარუძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი.

დღეს, როცა ყველა მედია მაუწყებლობა, მთელი მსოფლიო გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ ორგანიზმი კორონა ვირუსით ინფიცირებისგან; კაცობრიობა კარანტინის რეჟიმზეა გადასული და ვირუსის გავრცელების მასშტაბებს ადევნებს თვალყურს, არანაკლები აქტუალობა შეიძინა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმთელობაზე ზრუნვამ.

  • როგორ გავუმკლავდეთ კორონა ვირუსის თანმდევ სტრესს;
  • როგორ გადავიდეთ ონლაინ კონტაქტებზე და ვადაპტირდეთ კარანტინის რეჟიმთან?
  • როგორ ვმართოთ სტრესით გამოწვეული შფოთვა და ნეგატიური განცდები?

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება ონლაინ სემინარი.

სემინარის ხანგრძლივობა: 20-30 წუთი