ცხადდება რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური)
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
- მუსიკა
- სპეციალური მასწავლებელი (აკრედიტაციის პროცესში)
შეგახსენებთ, #SANGU-ს არაჩვეულებრივ შეთავაზებას:
- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილების გარდა, SANGU სწავლის წლიური საფასურის 2250 ლარის 40%–ს დაუფინანსებს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მოხვედრილ ყველა მსმენელს!
პროგრამაზე მიღების ადმინისტრირების ვადები:
- აპლიკანტთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება - 30 აგვისტო - 7 სექტემბერი (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-17:00 სთ. - შაბათი 10:00-15:00სთ.)
- კონკურსანტებთან გასაუბრება - 11-17 სექტემბერი
- გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 18-20 სექტემბერი
- ხელშეკრულებების გაფორმება პროგრამაზე ჩასარიცხ პირებთან - 21-30 სექტემბერი
- რანჟირების ბრძანების გამოცემა - 5 ოქტომბერი
- ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა - 6 ოქტომბერი
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
- ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2024 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
- სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).
რეგისტრაციასთან (საბუთების მიღებასთან) დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 551 39 00 05 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers2024@sangu.edu.ge