აღმოაჩინე შენი პროფესია: ადვოკატი
პროექტის "აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, 2025 წლის 13 მარტს, 17:00 საათზე, IX-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც დაეხმარებათ იურიდიული პროფესიის უკეთ გაცნობასა და კარიერული არჩევანის გაკეთებაში
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, 2025 წლის 13 მარტს, 17:00 საათზე, IX-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ ტრენინგზე, რომელიც დაეხმარებათ იურიდიული პროფესიის უკეთ გაცნობასა და კარიერული არჩევანის გაკეთებაში.
ტრენინგი განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
ტრენინგის ფარგლებში ქეთევან ხურცილავა ისაუბრებს ისეთ თემებზე როგორიცაა:
- ადვოკატის როლი და საქმიანობის სპეციფიკა – პროფესიული ფუნქციები და სამუშაო გარემო
- სამუშაო პროცესები და პროფესიული პასუხისმგებლობები – საქმეების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა და სასამართლო პროცესები
- ადვოკატისთვის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები – კრიტიკული აზროვნება, მოლაპარაკების ტექნიკა და ანალიტიკური მიდგომა
- პროფესიის დასაწყებად საჭირო ნაბიჯები – იურიდიული განათლების ეტაპები, სტაჟირება და ლიცენზირების პროცესი
- ადვოკატის პროფესიული ეთიკის პრინციპები – ეთიკური სტანდარტები და სამართლის სფეროში პასუხისმგებლობა
ტრენინგზე დასასწრებად, გთხვოთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/BhFU1LcJFC1nYiMG7
მსგავსი სიახლეები
ცხადდება მიღება დოქტორანტურაში
2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე.
04 სექტემბერი 2026
გამოსაშვები საღამო 2026
17 სექტემბერს დაგეგმილი SANGU-ს 2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გადაიდო.
02 სექტემბერი 2026
