კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის (UCL, Louvain-la-Neuve, Belgium), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.
მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს.
პროგრამა შედგება ხუთი სასწავლო მოდულისგან:
1. საქართველო: ისტორია, ენა, დამწერლობა
2. ქართული ხელნაწერი – ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება
3. ქართული ისტორიული დოკუმენტი
4. ქართული ნაბეჭდი წიგნი
5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ფორუმის მასპინძელი უნიკალური ინსტიტუცია – ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
მოდულები ითვალისწინებს:
• 30 ლექციას
• პრაქტიკულ კურსს „შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში“
• ორ ვორქშოფს – ქაღალდის შექმნისა და რესტავრაციის ვორქშოფი
• ინტერაქტიულ პროგრამა – სიმულაციურ თამაშს „როგორ ვიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას?“
• თემატურ პანელურ დისკუსიას „საბუნებისმეტყველო ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში“
• გამოფენას „ქართული ხელნაწერი“
სკოლის ლოგიკური დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევების შედეგების პრეზენტაციები.
მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2025 წლის 5-12 ივნისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები.
პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების კვებას, დაბინავებას (მხოლოდ უცხოელი მონაწილეებისთვის), შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 15 მაისამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/uFe7jC4kGM5bswcT7
შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისისა.
საკონტაქტო პირი: ირინა გოგონაია, პროექტის კოორდინატორი.
ტელ.: 577 79 54 54
E-mail: irinagogonaia@manuscript.ge