მენიუ

აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი

ისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება იმიტირებული პროცესები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებს პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სფეროში და დაეხმარება მომავალი პროფესიის გაცნობაში

იმიტირებული პროცესები – სისხლის სამართალი

აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება იმიტირებული პროცესები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებს პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სფეროში და დაეხმარება მომავალი პროფესიის გაცნობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 შეხვედრა. მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან სისხლის სამართლის პროცესის ძირითად ელემენტებს და იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაკავშირებულია საქმის წარმოებასთან, გამოძიების პროცესთან და პროცესუალურ მოქმედებებთან.

შეხვედრების თემატიკა

  • ბრალდებულის უფლებები და პროცესუალური გარანტიები;
  • საქმის წარმოების ლოგიკა და ძირითადი ეტაპები;
  • გამოძიების ჩატარების ძირითადი მიდგომები;
  • მოწმის დაკითხვის პროცედურა;
  • დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
  • საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი და მიზანი;
  • ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი.

ღონისძიების ფორმატი და თარიღები

  • 9 და 12 თებერვალი, 16:00 საათი – მოსამზადებელი ტრენინგები;
  • 16 თებერვალი, 16:00 საათი – საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების გაცნობა;
  • 20 თებერვალი, 16:00 საათი – იმიტირებული პროცესის ჩატარება იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში.

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.5 საათს. იმიტირებული პროცესების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაცია

წინასწარი რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Meg3J3ktoKXpTdEc9

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა