განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება
ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას თუ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას.მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას თუ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას.
გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა 2019 წელს. შესაბამისად, როგორც 2019 წლამდე, ასევე მის შემდგომაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე - ნებისმიერ სხვა ქვეყანაში საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება შეფერხების გარეშე ხორციელდებოდა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია გაცვლითი და საგრანტო პროგრამები, SAT-ის, GMAT-ის და უცხო ენის საერთაშორისო გამოცდები, უცხოური საგანმანათლებლო პროგრამები.
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გასაუბრებისა და დაფინანსების შედეგები
საგნობრივ მიმართულებებში გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში, ეტაპობრივად.
აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებ...
