საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, მასწავლებლის მომზადების პროგრამების აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, აცხადებს ღია კონკურსს:
- ასისტენტ-პროფესორის 4 აკადემიურ თანამდებობაზე. მიმართულება -განათლება(მასწავლებლის მომზადება)
- ასოცირებული პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე. მიმართულება-განათლება (მასწავლებლის მომზადება)
- ასოცირებული პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე. მიმართულება- გეოგრაფია (ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო)
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 30 და 31 იანვარი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო შედეგები გამოქვენდება არაუგვიანეს 2025 წლის 24 თებერვლისა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
- სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
- პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
- კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.
პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:
- უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- ნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
- უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული სკანონმდებლო მოთხოვნები:
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
- აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
- სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
- ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
- აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:
- მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი ან/და ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცელების გამოცდილება;-ყველა აპლიკანტისთვის
- განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო კურსების შემუშავებისა და სწავლების გამოცდილება -ერთ-ერთი ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე მსურველი აპლიკანტისთვის;(ჩაითვლება უპირატესად)
- გეოგრაფიის სწავლების გამოცდილება-ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე მსურველისთვის გეოგრაფიის მიმართულებით.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
- სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
- კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
- შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა; -ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისთვის; სამოტივაციო წერილი- ასისტენტ-პროფესორის ვაკანსიისთვის.
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
- შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
- დამატებითი საუნივერსიტეტო სპეციფიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები.
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
მიმაგრებული დოკუმენტაცია: