ტრენინგი - როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტი?!
4 მარტს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება ტრენინგი - როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტი?!4 მარტს, 12:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება ტრენინგი - როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტი?!
განხილული იქნება:
- როგორ შევარჩიოთ საკვლევი თემა?
- სათაური, მისი მნიშვნელობა და შედგენის ტექნიკა;
- შესავალი ნაწილი და მისი კომპონენტები;
- სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება;
- ძირითადი ნაწილი და მისი კომპონენტები;
- პარაფრაზირება, ციტირება და ციტირების წესები;
- დასკვნა/შეჯამება;
- აკადემიური ტექსტი სტილი;
- პლაგიატის თავიდან არიდება;
- პრაქტიკული სავარჯიშო.
შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება სამივე საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვინც მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვს პირველ თორმეტ დარეგისტრირებულ SANGU-ს სტუდენტს.
სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/are1yPJw
რეგისტრაცია 28 თებერვლის ჩათვლით.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება მიღება დოქტორანტურაში
2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე.
04 სექტემბერი 2026
გამოსაშვები საღამო 2026
2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამოს გაიმართება 17 სექტემბერს, 17:00 საათზე, SANGU-ს შიდა ეზოში.
02 სექტემბერი 2026
