ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე
ისტორიის (წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია) მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 12 და 13 იანვარი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
კომისია კონკურსის შედეგებს წარმოადგენს არაუგვიანეს 2026 წლის 28 იანვრისა.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
- სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
- პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
- კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:
კონკურსანტს უნდა შეეძლოს შემდეგი სასწავლო კურსების წაკითხვა და წარმოადგინოს სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში:
- ბაკალავრიატი: საქართველოს ძველი ისტორია;
- საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია;
- მაგისტრატურა:
- აკადემიური წერა და სამეცნიერო კვლევის მეთოდები;
- საისტორიო აზროვნების განვითარება და კვლევა.
- დოქტორანტურა:
- კვლევის მეთოდები ისტორიულ მეცნიერებაში.
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge); ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
- კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- დოქტორის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
- დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
- ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
მიმაგრებული დოკუმენტაცია: