
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებს იწვევს ლექცია-სემინარების ციკლში „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა რეალური პროფესიული გარემოს მაგალითზე გაეცნონ ბიზნესის სფეროს, შეხვდნენ დარგის წამყვან წარმომადგენლებს და უკეთ განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და სამომავლო კარიერული მიმართულება.
ლექცია-სემინარების ფარგლებში განხილული იქნება ბიზნეს ქეისები, მარკეტინგისა და მედიის როლი თანამედროვე ეკონომიკაში, საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა, ESG მიმართულებით კარიერული შესაძლებლობები, კიბერუსაფრთხოება როგორც პროფესიული არჩევანი და საკუთარი ბიზნესის შექმნისა და განვითარების პრაქტიკული ასპექტები.
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.30 საათს. 24 თებერვლის სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართება ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ბრენდირებული საჩუქრები საქართველოს საბანკო ასოციაციისა და SANGU-სგან.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/ygMWZya3yGFAY14T6