ცხადდება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა.
2020 - 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართალი - 7 ადგილი;
საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 7 ადგილი;
ისტორია - 5 ადგილი;
ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართალი - 5 ადგილი;
საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;
ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი;
საქართველოს ისტორია - 5 ადგილი;
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
ეკონომიკა - 10 ადგილი;
ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
კომპიუტერული მეცნიერება - 15 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
შენიშვნა: სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართალი - 2450 ლარს;
საჯარო მმართველობა - 2350 ლარს.
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2020 წლის 25 აგვისტო – 2 სექტემბერი
კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2020 წლის 26 აგვისტო - 3 სექტემბერი;
სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2020 წლის 27 აგვისტო - 3 სექტემბერი;
დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2020 წლის 4 სექტემბერი;
შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2020 წლის 7 სექტემბერი.
შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
განცხადება (ივსება სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში - ოთახი N103);
სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
2020 – 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...