2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხულთა საყურადღებოდ!
წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამა წლის 7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ -კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი)
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი. (ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე)
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ;
სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან
(უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში).
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...