"ტრენერთა ლაბორატორია" "წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით აცხადებს მონაწილეების მიღებას "Online ტრენერთა ტრენინგზე"
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს გაიგოს:
- როგორ გადააქციოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ტრენინგ მოდულად
- როგორ შექმნას Online ტრენინგის მოდული
- Online სწავლების უპირატესობები
- რომელი მეთოდია ყველაზე შესაბამისი ტრენინგის მიზნის მისაღწევად
- ახალი ციფრული ინსტრუმენტების შესახებ
- მიიღოს პრაქტიკა და ინდივიდუალური უკუკავშირი ტრენერებისგან
აღნიშნულ ტრენინგზე გექნება შესაძლებლებლობა:
- დაგეგმო და ჩაატარო ტრენინგი
- გატესტო მიღებული თეორიული ცოდნა
- მონაწილეებისა და ტრენერებისგან მიიღო დეტალური ინდივიდუალური უკუკავშირი და გაუმჯობესების გზები
- მიიღო საჭირო სასწავლო მასალებზე სრული წვდომა
ტრენინგის მთავარი საკითხებია:
- ონლაინ ინსტრუმენტების მოძიება და ეფექტურად გამოყენება
- ინტერაქტიული პრეზენტაციების მომზადება
- Online vs აუდიტორული მეცადინეობა
- ონლაინ ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკური უნარები
- რისკებისა და კონფლიქტების მართვა
- რთულ მონაწილეთა მართვის ტექნიკები
- ტრენინგისა და სესიების დაგეგმვა
- სავარჯიშოების დაგეგმვის, მოდიფიცირებისა და მართვის ტექნიკები
- უკუკავშირის სტრუქტურა და მისი სწორად მიღების ტექნიკები
ტრენინგი სრულად მიმდინარეობს ინტერაქციულ რეჟიმში და დატვირთულია სიმულაციური სავარჯიშოებით, როლური თამაშებითა და ჯგუფური აქტივობებით,.
ტრენინგი ჩატარდება Zoom - პლატფორმის გამოყენებით. ტრენინგს წარუძღვებიან „ტრენერთა ლაბორატორიის“ ტრენერები: ნიკა გაბლიშვილი და ნინო სალაძე.
ტრენინგის ღირებულება: 245 ლარი.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 აპრილი
შეხვედრების რაოდენობა: 10
სესიები გაიმართება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 18:30 – 21:30 სთ-მდე
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 18:00 სთ.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/oQqGCRSEM3cT5SRw6
კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.
საკონტაქტო ინფორმაცია: ნინო სალაძე - saladze.nino@gmail.com – 598 97 99 09
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
