საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.
2021 წლის 28 ივნისს (ორშაბათი), 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინტერნეტ პლათფორმა „Google Meet“-ის მეშვეობით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
კონფერენციის განრიგი
მისალმება:
- 12:00 - 12:05 სერგო ვარდოსანიძე, ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
- 12:05 - 12:10 ლევან ჯიქია, ქართული უნივერსიტეტი, პროფესორი
კონფერენციის სამუშაო რეგლამენტი
მოხსენებები - 15 წუთი
კითხვა-პასუხი - 5 წუთი
მომხსენებლები
- 12:10-12:30 - პროფესორი შუ უჩიდა (სპეციალური სტუმარი - ვასედას უნივერსიტეტი, იაპონია) - საჯარო ხელმძღვანელობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - საქართველოში პოლიტიკური ცვალებადობის ანალიზი
- 12:30-12:50 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ჰაკობ ჰაკობიანი (სპეციალური სტუმარი - სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მატენადარანის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) - ქართულ-სომხური ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა XVII-XIX საუკუნეებში და მისი პერსპექტივები
- 12:50-13:10 - პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ზაქარია ჭიჭინაძე ქართველთა დეცანიონალიზაციაზე (XVI-XIX სს.)
- 13:10-13:30 - პროფესორი მანანა ტაბიძე - სახელმწიფო და საზოგადოება სახელმწიფო ენის სამსახურში
- 13:30-13:50 - პროფესორი ლევან ჯიქია - COVID-19 და სასწავლო პროცესი საქართველოში
- 13:50-14:10 - პროფესორი ვალერი მოდებაძე - მედიაციის როლი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში
- 14:10-14:30 - პროფესორი გელა ქისტაური - ხალხური ქრისტიანული საკრალური ჯვრის ეთნო- რელიგიური შინაარსი
- 14:30-14:50 - ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა - დუზჯეს ილში (თურქეთი) მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა აჭარული მეტყველების ძირითადი თავისებურებანი
- 14:50-15:10 - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი - იაპონიისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობები 1918-1923 წლებში
- 15:10 დასასრული
კონფერენციაზე დასასწრები ბმული
მსგავსი სიახლეები
პირველკურსელთა რეგისტრაცია
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
25 აგვისტო 2026
მიღება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე
ცხადდება მიღება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე
24 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
