იწყება რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამებზე
2021 წლის 8 სექტემბრიდან 17 სექტემბერის ჩათვლით დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ზიფიკურად უნივერსიტეტში, ასევე ონლაინ.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია 2021 წლის 8 სექტემბრიდან 17 სექტემბერის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 11-დან 17:00 - საათამდე, შაბათს - 11-დან 15 საათამდე), როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის N102-ე ოთახში, ასევე ელექტრონულად, Google Forms-ის საშუალებით (დოკუმენტების გადმოსაგზავნათ აუცილებელია სისტემაში შეხვიდეთ Gmail-ის ელ. ფოსტით). დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ვერსია.
მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით)
- ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2021 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის დისკზე მითითებით)
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
- სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- კონკურსანტის CV (შემოთავაზებული ფორმით) ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
მიმაგრებული დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ და შეავსეთ ფორმა - ფაილი/ჩამოტვირთვა/Microsoft Word)
- განცხადება რექტორის სახელზე (კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აპლიკანტებისთვის)
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (ფიზიკური რეგისტრაციისთვის)
- ელექტრონულად რეგისტრაციის შემთხვევაში სტუდენტის სარეგისტრაციო ფორმა (ფორმას დაურთეთ დასკანერებული დოკუმენტაცია)
- კონკურსანტის CV (ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების პროგრამის აპლიკანტებისთვის)
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
19 ნოემბერი 2026
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
18 ნოემბერი 2026
„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...
17 ნოემბერი 2026
