SANGU-ში პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეული გაიმართა
სტუდენტთა დაინტერესების გამო აღნიშნული კვირეული მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს



13-17 დეკემბერს წმ. ადნრიას ქართულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ეფექტური CV-ის შედგენის, დამსაქმებელთან გასაუბრებისა და მიზნის მიღწევის ტექნიკების შესახებ.
პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეულის მუშაობაში მონაწილეობდნენ: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერი ინგა ნაფეტვარიძე, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ქვარიანი, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასისტენტ-პროფესორი გიგა ჩალაური.
კვირეული საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, სტუდენტთა დაინტერესების გამო აღნიშნული კვირეული მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
მსურველთათვის შესაძლებელია ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა.
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ:
- ინგა ნაფეტვარიძეს - i.nafetvaridze@sangu.edu.ge
- მარიამ ქვარიანს - m.kvariani@sangu.edu.ge
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
