დაიწყო რეგისტრაცია კემბრიჯის ინგლისური ენის სასერტიფიკატო ტესტისთვის უფასო მოსამზადებელ კურსზე
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

SANGU-ს სტუდენტებისთვის დაიწყო რეგისტრაცია კემბრიჯის ინგლისური ენის პირველ სასერტიფიკატო ტესტისთვის (FCE) უფასო მოსამზადებელ კურსზე.
აღნიშნული კურსი ითვალისწინებს:
- ინტენსიურ ვარჯიშს ეფექტურ ზეპირ კომუნიკაციაში;
- მოსმენის პრაქტიკა, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაიგოთ სხვადასხვა სირთულის მეტყველება;
- შეისწავლით სხვადასხვა ჟანრის ტექსტის სწორად გააზრებას;
- ისწავლით სხვადასხვა ტიპის წერითი დოკუმენტის მომზადებას.
კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ჩააბაროთ FCE გამოცდა და მიიღოთ საერთაშორისო სერთიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ ენების ცენტრს (I კორპ. ოთახი #106).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: t.dundua@sangu.edu.ge
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
19 ნოემბერი 2026
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
18 ნოემბერი 2026
„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...
17 ნოემბერი 2026
