შეხვედრა ბუქარესტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანს, ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორ ვიორელ ვიზურეანუს და ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე იუნესკოს კათედრის გამგეს, ლილიან ჩერჩილს უმასპინძლა.
2022 წლის 3 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანს, ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორ ვიორელ ვიზურეანუს და ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე იუნესკოს კათედრის გამგეს, ლილიან ჩერჩილს უმასპინძლა.
სტუმრები გაეცნენ ქართულ უნივერსიტეტში არსებულ სკოლებსა და სასწავლო პროგრამებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტი და ქართულ-რუმინული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების განვითარების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრა ხელს შეუწყობს, სტუდენტთა ჩართულობით, ერთობლივი სამეცნიერო და კულტურული პროექტების განხორციელებას.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
