სემინარი SANGU-ს სტუდენტებისთვის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წლის 15 ივნისს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წლის 15 ივნისს, 14:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი.
ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
პროექტის ფარგლებში თბილისში, აჭარასა და კახეთში შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ატარებენ ცნობიერების ამაღლების სემინარებს. სემინარების მიზანია საზოგადოებას გაეცნოს შშმ პირთა საჭიროებებსა და მათთან ურთიერთობის ეტიკეტს. სემინარს შშმ პირთა უფლებების აქტივისტები, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები უძღვებიან.
დასწრება თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
