სავალდებულო პროფესიული პრაქტიკის დაცვა
ნაშრომების დაცვა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის ეგიდით ჩატარდა
2022 წლის 21 ივნისს, SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სავალდებულო პროფესიული პრაქტიკის დაცვა გაიმართა, რომელიც თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის ეგიდით ჩატარდა.
დამსწრე აუდიტორიას 17-მა სტუდენტმა წარუდგინა განვლილი თემების პრეზენტაცია და მათი მიმოხილვა.
სავალდებულო პროფესიული პრაქტიკა მოიცავდა დისტანციურ პროფესიულ კურსებს, რომლებიც გაეროს რამდენიმე ოფისის, ბრიტანეთის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის და დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის აკადემიურ ბაზაზე მიმდინარეობდა.
პრაქტიკის კურსის მიზანია ქვეყნის მომავალ, პერსპექტიულ აქტივს თანამედროვე და დასავლური სტანდარტების შესაბამისი პროფესიული ცოდნა და უნარები გამოუმუშაოს, რაც მათ დაეხმარება სპეციალური თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ასპარეზზე იმპლემენტირებაში.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
