როგორ მოვამზადოთ სილაბუსი (ტრენინგი)
20 ივნისს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი: როგორ მოვამზადოთ სილაბუსი20 ივნისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი: როგორ მოვამზადოთ სილაბუსი.
ტრენინგს უძღვებოდნენ:
პაატა გოგიშვილი - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი;
თამარ ნაფეტვარიძე - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარი კოორდინატორი.
ესწრებოდნენ მასწავლებლის მომზადების 300 საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებლები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები.
ტრენინგის მიზანი იყო შემდეგი საკითხების გარჩევა:
- სილაბუსის ფორმის მიმოხილვა;
- სილაბუსის მიზნების ჩამოყალიბება;
- სილაბუსის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება (მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია);
- სწავლებისა და სწავლის მეთოდების შერჩევა;
- შეფასების სისტემის ჩამოყალიბება;
- თემების ცხრილის შედგენა;
- ლიტერატურის მითითება.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
