ტრენინგი: სწავლის შედეგები
9 ივნისს, 19:00 საათზე, ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ორგანიზებით აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი: სწავლის შედეგები9 ივნისს, 19:00 საათზე, ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ორგანიზებით აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი: სწავლის შედეგები.
ტრენინგს უძღვებოდნენ:
პაატა გოგიშვილი - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი;
თამარ ნაფეტვარიძე - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარი კოორდინატორი.
ესწრებოდნენ მასწავლებლის მომზადების 300 საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებლები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები.
ტრენინგის მიზანი იყო შემდეგი საკითხების გარჩევა:
- პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება;
- სილაბუსის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება;
- სილაბუსის სწავლის შედეგების შეფასება;
- პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება;
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს არსებული 300 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები და მოახდინეს გამოსასწორებელი მხარეების იდენტიფიკაცია.
განიხილეს გამოსწორების გზები და დასახეს გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებები.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
