რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე
ცხადდება რეგისტრაცია (საბუთების მიღება) მასწავლებლის მომზადების ერთწლიან 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.ცხადდება რეგისტრაცია (საბუთების მიღება) მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური).
საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 201-ე აუდიტორიაში შემდეგი გრაფიკით:
- 22 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
- 23 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
- 24 სექტემბერი 11:00-14:00 სთ.
- 26 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
- 27 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
- ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი; (ნოტარიულად დამოწმება არ არის აუცილებელი);
- ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2022 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
- სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება რეგისტრაციის დროს.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 31 55 94
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: teachers2022@sangu.edu.ge
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
