კონკურსი: "ცოდნა ძალაა"
წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით აწყობს კონკურსს სახელწოდებით "ცოდნა ძალაა".წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით აწყობს კონკურსს სახელწოდებით "ცოდნა ძალაა".
კონკურსის მიზანია, ახალმა თაობამ ცოდნის დონე და ცნობიერება აიმაღლოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა წმინდა წერილი, სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია) და საქართველოს ისტორია.
კონკურსის წესები:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს (სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტების გარდა)
- გუნდები უნდა დაკომპლექტდეს ოთხი მონაწილისგან
- კონკურსის პირველ ეტაპზე თითოეულმა გუნდმა უნდა წარადგინოს 30 შეკითხვა (10 ახალი აღთქმიდან, 10 ჰაგიოგრაფიიდან, 10 საქართველოს ისტორიიდან);
პირველი სამი გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება შემეცნებითი ტურით, რომელსაც გაუძღვება კომპეტენტური პირი.
უმაღლესი საგანმანათლებლო გუნდების დარეგისტრირება შესაძლებელია 10 დეკემბრამდე.
პროექტის კოორდინატორია დეკანოზი იოანე გორელიშვილი.
რეგისტრაციისა და დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 987 055
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
