კავკასიის უნივერსიტეტის მერვე წლიური სამეცნიერო კონფერენცია
2023 წლის 15-16 მარტს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს მერვე წლიურ სამეცნიერო კონფერენციას.კონფერენციის მიზანია გააერთიანოს ნაშრომები, რომლებიც შეეხება თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს. კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენენ შემთხვევის შესწავლას (Case Study) ან / და შედარებით კვლევას (Comparative Research).
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური / ქართული.
განაცხადის ფორმისთვის იხილეთ ბმული.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
