SANGU-ს სტუდენტები თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრში სტაჟირებას გაივლიან
სტაჟირების პროგრამაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები - მარიამ ჯანიაშვილი და აკაკი ხურციძე ჩაერთვნენ
SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები - მარიამ ჯანიაშვილი და აკაკი ხურციძე თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ. ისინი უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებენ და ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
აკაკი ხურციძე: სწავლის პარალელურად, ხშირად ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში. მონაწილეობა მივიღე თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში ,,დიპლომატები’’, სადაც შესაბამისი სერტიფიკატი გადმომეცა. ასევე მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება ცენტრისთვის აქტუალურ საგნებში, რის გამოც მოხდა ჩემი შერჩევა. ამჟამად უმცროსი სტაჟიორ-მკვლევარი ვარ. სამუშაო გრაფიკიც მოქნილია და სწავლაში ხელი არ მეშლება.
მარიამ ჯანიაშვილი: SANGU-ში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საგნებიდან გამომდინარე დავინტერესდი ამ საკითხებით და სტაჟირების გამოცხადების შემდეგ მივმართე ცენტრის ხელმძღვანელობას. გასაუბრების საფუძველზე მიმიღეს კონტრტერორიზმის და უსაფრთხოების მიმართულების სტაჟიორის პოზიციაზე. ჯეფერსონის ცენტრი ძირითადად ორიენტირებულია ახალი წევრების თვითგანათლებაზე, სტაჟირების შემდგომ ინტერესის მიხედვით ჩავერთვები ცენტრის საქმიანობაში.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
