ვებინარი თემაზე: „პროფესია-იურისტი“
30 მარტს, 17:00 საათზე პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია" ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება ვებინარი თემაზე: „პროფესია-იურისტი“.
თუ X-XII კლასის მოსაწავლე ხარ და სამართლის სფერო გაინტერებს, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. 30 მარტს, 17:00 საათზე „აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება“-ს პროექტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება ვებინარი თემაზე: „პროფესია-იურისტი“.
ვებინარი მოიცავს შემდეგ თემებს:
- იურიდიული პროფესიები
- პროფესიული უნარ-ჩვევები
- პროფესიული ეთიკა
- პროფესიაში შესვლა
- რატომ SANGU-ს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
სპიკერი: სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, SANGU-ს მოწვეული ლექტორი, ქეთევან ხურცილავა.
ეს შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა აღმოაჩინო შენი პროფესია და ამომწურავი პასუხი მიიღო ყველა კითხვაზე.
არ გამოტოვო შანსი, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია: https://cutt.ly/Q4mVQqx
ვებინარი ჩატარდება დისტანციურად zoom-ის პლატფორმაზე: https://cutt.ly/Q4mVcpC
მონაწილეობა უფასოა!
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
