მასწავლებლის პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება
27 მაისს, SANGU-ში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
27 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
კურსდამთავრებულებს მიესალმნენ, მიულოცეს სასწავლო კურსის წარმატებულად დასრულება და მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ზურაბ ბერიამ, რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა და SANGU-ს პროფესორ-მასწავლებლებმა.
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს წარმატებული სწავლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.
SANGU ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს პროგრამის წარმატებულად დასრულებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
ფოტოები იხილეთ ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
