უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამები
2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა2023- 2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა (უმაღლესი განათლების პირველი საფეხური ბაკალავრიატი)
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება 2023 წლის 7 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტები:
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი. ასევე უნდა წარმოადგინონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.
2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა (უმაღლესი განათლების მეორე საფეხური მაგისტრატურა)
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება 2023 წლის 11 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტი:
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
