გრძელდება პირველკურსელთა რეგისტრაცია
გრძელდება აბიტურიენტთა რეგისტრაცია: 11 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.გრძელდება პირველკურსელთა რეგისტრაცია 11 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: ი. ჭავაჭავაძის 53ა, II კორპუსი; II სართული; ოთახი - 201
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ან ცნობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
- სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სრული - 1125 ლარი, ან 50% - 562,5 ლარი);.
- სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან (წოდების/პოზიციის მითითებით);
- სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- მედალოსნებმა - მედალოსნობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა სკოლიდან (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე SANGU-ს პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში)
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, გთხოვთ მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონიოთ:
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02
სასწავლო პროცესი დაიწყება 18 სექტემბრიდან!
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი"
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში Universitas Mercatorum-ის ლექტორი მარია მენშიკოვა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:...
07 ოქტომბერი 2026
შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგე...
07 ოქტომბერი 2026
WELCOME PARTY 2026
2026 წლის 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რესტორან „ოტიუმში“ გაიმართება პირველკურსელთა წვეულება WELCOME PARTY.
29 სექტემბერი 2026
