გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი „მარადიული ღირებულებები და მარადცვალებადი სამყარო“

18 ოქტომბერი 2023

20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი თემაზე: "„ერი და ეროვნული ცნობიერება“

2023 წლის 15-18 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“. სიმპოზიუმი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.


სიმპოზიუმზე მუშაობდა სამი სექცია:

  1. მარადიული ღირებულებები და განათლება
  2. მარადიული ღირებულებები და კულტურა
  3. მარადიული ღირებულებები და საზოგადოება


სიმპოზიუმში მონაწილეობდა 50 მეცნიერი, მათ შორის 28 იყო საქართველოდან, ხოლო 22 - უცხო ქვეყნებიდან (ავსტრია, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, გერმანია, ისრაელი, ლიბანი, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სომხეთი).

სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ:

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
  • ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი;
  • საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.


სამეცნიერო ფორუმის დამთავრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრს მისცა ლოცვა–კურთხევა გაეგრძელებინა მუშაობა სიმპოზიუმზე განხილული საკითხების გარშემო. ამ მიზნით საერთაშორისო ქრისტიანული ცენტრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“.

გიწვევთ ამ სემინარის პირველ სხდომაზე – „ერი და ეროვნული ცნობიერება“. სემინარი გაიმართება თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე.
სემინარზე წაკითხული იქნება სამი მოხსენება:

  1. ეროვნული თვითშეგნების ბიბლიური გააზრება
  2. ეროვნული ცნობიერება – ფასეულობები, დანიშნულება, თვითმყოფადობა
  3. ქართული ეროვნული ცნობიერების უმთავრესი ნიშნები


ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან ერთად სემინარის პირველი სხდომის ორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  • ფასეულობათა კვლევის საზოგადოება.
გაზიარება

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გასაუბრებისა და დაფინანსების შედეგები

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გასაუბრებისა და დაფინანსების შედეგები

საგნობრივ მიმართულებებში გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში, ეტაპობრივად.
აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი აცხადებს მიღებას 2026-2027 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებ...
ცხადდება ღია კონკურსი

ცხადდება ღია კონკურსი

ცხადდება ღია კონკურსი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა