საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან
2023 წლის 1 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ცესკო-ს წარმომადგენლებთან2023 წლის 1 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებთან.
შეხვედრის გეგმა
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიერ პრეზენტაციის ჩატარება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, ადმინისტრაციის გამოცდილების გაზიარება საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შესახებ;
- აუდიტორიის კითხვებზე პასუხების გაცემა;
- აპარატების დემონსტრირება, ფუნქციური განმარტება;
- კენჭისყრის იმიტაცია (მოიცავს უშუალოდ მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, წინასწარი შედეგების გასაჯაროების ახლებური გადაწყვეტის გაზიარებას);
დასწრება თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
