ცხადდება კონკურსი ბიბლიოთეკარის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე
განაცხადების მიღება იწარმოებს 1 დან 12 დეკემბრის ჩათვლითსაქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე.
საქმიანობის აღწერა:
- მკითხველის საჭიროებებიდან გამომდინარე, საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
- მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
- მკითხველებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა საბიბლიოთეკო რესურსებთან დაკავშირებით;
- მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
- მკითხველისთვის კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენებაში;
- ბიბლიოთეკის პროექტებში მონაწილეობა;
მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოტივირებულობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
- რომელიმე ევროპული ენის (ინგლისური, ფრანგული გერმანული) ცოდნა .
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, Google სერვისები
სამუშაო განაკვეთი:
- კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. (შესაბამისი გრაფიკი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე library@sangu.edu.ge გამოაგზავნოთ:
- CV ფოტო სურათით.
- სამოტივაციო წერილი (სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს)
- უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 305 363
კონკურსის ჩატარების ფორმატი:
- I ეტაპი – განაცხადების მიღება იწარმოებს 1 დან 12 დეკემბრის ჩათვლით
- II ეტაპი – გასაუბრება. თარიღი გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონით
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
