"რაც ქალებს აძლიერებს"
2023 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება SANGU-ს ლექტორის, ზურაბ ვახანიას საჯარო ლექცია თემაზე: "რაც ქალებს აძლიერებს".2023 წლის 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, წმ.ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ქართველი ფსიქოლოგის, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრის, დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავჯდომარის მოადგილის, ფსიქოლოგიის სამეცნიერო ჟურნალების მთავარი საბჭოს წევრის, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ლექტორის ბატონ ზურაბ ვახანიას საჯარო ლექცია თემაზე: "რაც ქალებს აძლიერებს"
აღნიშნული ლექცია-ტრენინგი ზურაბ ვახანიამ SAKOSI მასტერკლასის ორგანიზებული ღონისძიებისთვის შექმნა, რომელსაც დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა არამარტო ქალებისგან, არამედ მამაკაცებისგანაც.
ღონისძიების ორგანიზატორია SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გვანცა ტაბაღუა.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 53ა, წმ.ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, I კორპუსი, IV სართული, დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
