SANGU-ში USAID-ის პროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა წარმართა პროექტის სწავლის უნივერსალური დიზაინის, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის სპეციალისტმა, SANGU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნონა პოპიაშვილმა
2024 წლის 20 თებერვალს, SANGU-ში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის USAID „განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: სწავლის უნივერსალური დიზაინი (UDL).
შეხვედრა გახსნა პროგრამის საუნივერსიტეტო განათლების უფროსმა მრჩეველმა ეკატერინე სლოვინსკიმ. პროექტის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.
სამუშაო შეხვედრა წარმართა პროექტის სწავლის უნივერსალური დიზაინის, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის სპეციალისტმა, SANGU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნონა პოპიაშვილმა. მონაწილეები სწავლის უნივერსალური დიზაინის ძირითად პრინციპებს, ელემენტებს და ამ მიმართულებით არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებას გაეცნენ. მათ საშუალება ჰქონდათ UDL-თან მიმართებაში გადაეხედათ საკუთარი პრაქტიკისთვის და განესაზღვრათ ის სფერო, რომელშიც UDL პრინციპების ინტეგრირება - დაგეგმვა, დანერგვა, არსებული სასწავლო პროცესის ანალიზი და რეფლექსიაა შესაძლებელი.
USAID-ის პროგრამა განათლება მომავლისთვის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადებისა და განათლების მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას.
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პა...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
