საჯარო ლექცია თემაზე: "შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით"
ლექცია წარმართა განათლების ფსიქოლოგმა ნატა ასათიანმა
26 მარტს განათლების ფსიქოლოგმა ნატა ასათიანმა SANGU-ს სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით".
მომხსენებელმა ძალიან საინტერესოდ და დეტალურად ისაუბრა ადამიანის ნიჭის, მისი აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. მან გამოჩენილ მეცნიერთა ნააზრევის მოხმობით და პრაქტიკული მაგალითებით ნათლად დაანახა მსმენელს, რომ ნიჭის შესაბამისი შრომა ყოველთვის ფასდება, მთავარია ვუერთგულოთ იმ ნიჭს, რომელსაც ჩვენში აღმოვაჩენთ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ნატა ასათიანმა დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრას SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო SANGU-ს ბიბლიოთეკა.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
