SANGU წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალზე
23 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ბიბლიოთეკისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი“ გაიხსნა.
ფესტივალზე, რომელშიც საქართველოში აკრედიტებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა და გამომცემლობებმა საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემული წიგნები წარუდგინეს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.
ღონისძიება გახსნა თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ: თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ გაიპარაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ლებანიძე და SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული.
ღონისძიების მონაწილეები თსუ-ს რექტორთან ერთად ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლის აღსანიშნავად დიდი მეცნიერის ძეგლთან შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მსგავსი სიახლეები
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
