ივანე ჯავახიშვილი - 148
კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა
დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად SANGU-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც დიდი მეცნიერის ცხოვრებისა და მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. SANGU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნინო შიოლაშვილმა კი წარმოადგინა მოხსენება თემაზე - ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომების მიხედვით.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
