იმიტირებული ეროვნული გამოცდები
იმიტირებული ეროვნული გამოცდები გაიმართება: 12, 13 და 14 ივნისს.ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. ჩვენი მიზანია ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტებს წინასწარ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში.
იმიტირებული ეროვნული გამოცდები გაიმართება: 12, 13 და 14 ივნისს;
- სამშაბათი, 12 ივნისი - ქართული ენა და ლიტერატურა;
- ხუთშაბათი, 13 ივნისი - უცხოური ენები;
- პარასკევი, 14 ივნისი - არჩევითი საგნები (ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია);
გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://rb.gy/yzkq3k
ლიმიტირებული ადგილების არსებობის გამო დავუკავშირდებით პირველ 50 რეგისტრირებულ მონაწილეს.
იმიტირებული ტესტი მომზადებულია ეროვნული სასახლის პედაგოგების მიერ, ოფიციალური საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით.
ტესტირება ტარდება, როგორც ეროვნულ სასახლეში დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.
გამოცდაში მონაწილეობა არის უფასო.
იმიტირებული გამოცდები ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა; თბილისი, საქართველო, 0179;
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 032 299 80 88
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი"
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში Universitas Mercatorum-ის ლექტორი მარია მენშიკოვა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:...
შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგე...
